თედო ჯაფარიძე პრემიერის მრჩევლად დაინიშნა

08 დეკ 2016

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე პრემიერ-მინისტრის  მრჩევლად დაინიშნა.  შესაბამისი ბრძანება  გიორგი კვირიკაშვილის  ხელმოწერით მთავრობის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. თედო ჯაფარიძე საგარეო ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იქნება.