10 დეპუტატი შიმშილობას აგრძელებს

16 ნოე 2021

გადაიყვანონ სააკაშვილი მრავალფუნქციურ სამოქალაქო კლინიკაში - ამ მოთხოვნით შიმშილობას აგრძელებს 10 დეპუტატი.

პარლამენტის 9 ოპოზიციონერი წევრი პროტესტის უკიდურეს ფორმას სხდომათა დარბაზთან ფოიეში მიმართავს, მე-13 დღეა შიმშილობს ელენე ხოშტარია.  იგი გადასხმების გაკეთებას გუშინ დათანხმდა, რომ არ დაიწყოს ორგანიზმის ინტოქსიკაცია.

მოშიმშილე დეპუტატები ამბობენ, რომ მოთხოვნების დაკმაყოფილებმადე პროტესტი გაგრძელდება.