კახა კუჭავას განცხადებას სააკაშვილზე ოპოზიცია აკრიტიკებს

15 ნოე 2021

პატიმარი მიხეილ სააკაშვლის თემა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო დღეებია ქვეყანაში მთავარი პოლიტიკური თემაა. მმართველი პარტიის წევრების ნაწილი „ნაციონალურ მოძრაობას“ უწოდებს რადიკალულრ ჯგუფს, რომელსაც მათივე თქმით, საზოგადოებაში მასობრივი აღფოთების გამოწვევა სურს. იმასაც ამბობენ, რომ საჭიროების შემთხვევაში ექსპრეზიდენტს აუცილებლად გაეწევა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. ოპოზიცია კი საუბრობს, რომ ახლა, ამ ვითარებაში აუცილებელია კომპრომისი.