აფეთქება ლივერპულში

15 ნოე 2021

ლივერპულში  ერთ-ერთ საავადმყოფოსთან აფეთქება მოხდა. დაღუპულია ერთი და დაშავებულია ასევე ერთი ადამიანი. აფეთქება ტაქსიში მოხდა. დაღუპული ტაქსის მგზავრია. მძღოლი  კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

ტერორიზმის ბრალდებით 3 ახალგაზრდა უკვე  დააკავეს. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

აფეთქება  მოხდა ლივერპულის ქალთა ჰოსპიტალთან, რომელიც   ყოველწლიურად 50 ათასამდე პაციენტს ემსახურება და  თავისი სპეციალიზაციით, ევროპის უდიდესი სამედიცინო დაწესებულებაა.