დეპუტატები შიმშილობას აგრძელებენ

15 ნოე 2021

გაეწიოს მიხეილ სააკაშვილს სრული სამედიცინო დახმარება,  ასევე გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში - ამ მოთხოვნებით მოშიმშილე დეპუტატების რიცხვი გაიზარდა.  

ელენე ხოშტარიას კიდევ 9  ოპოზიციონერი დეპუტატი შეურთდა.  ისინი პარლამენტში სხდომათა დარბაზთან შიმშილობენ. ამბობენ, რომ ამ ტიპის პროტესტი მთელ ქვეყანაში იქნება.