ლომჯარია: პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა სრულფასოვნად უნდა უზრუნველყოს

15 ნოე 2021

პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა სრულფასოვნად უნდა უზრუნველყოს, ამ მიზნით კი მულტიფუნქციური კონსილიუმის მუშაობა უფრო სისტემატური და ეფექტიანი გახადოს”  – ამ შინაარსით კიდევ ერთ განცხადებას   სახალხო დამცველი აქვეყნებს. 

ომბუდსმენს  მიაჩნია, რომ უნდა შემუშავდეს კონსილიუმის საქმიანობის ერთგვარი პროტოკოლი, რომელიც: განსაზღვრავს კონსილიუმის პაციენტთან ვიზიტების სიხშირეს,  შეკრების ინიცირების საკითხებს. 

ასევე, მისი თქმით, აუცილებელია გადაიხედოს კონსილიუმის შემადგენლობა და შექმნილი საჭიროებების გათვალისწინებით, გაფართოვდეს ექიმ-სპეციალისტთა წრე. 

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მისი აპარატი ვერ ჩაანაცვლებს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნვის კონტექსტში და ვერ განსაზღვრავს პაციენტის მკურნალობის ტაქტიკას.