საქართველოში კორონავირუსის 1820 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 82 პაციენტი

15 ნოე 2021

15 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1820 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 82 პაციენტი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 6 017 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

გუშინ საქართველოში 20 166 ტესტი ჩატარდა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 820 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 820 შემთხვევა, აჭარა - 96, იმერეთი - 375, ქვემო ქართლი - 128, შიდა ქართლი - 87, გურია - 29, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 123, კახეთი - 86, მცხეთა-მთიანეთი - 27, სამცხე-ჯავახეთი - 39, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -10.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 52 429 საიდანაც: 6 847 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 694, აჭარაში - 592, იმერეთში - 1 399. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 678 პირი, მათ შორის, თბილისში - 648, აჭარაში - 131, იმერეთში - 509. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 376 პირი, მათგან თბილისში - 217, აჭარაში - 39, იმერეთში - 31. 1 191 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 788 - თბილისში, 235 - აჭარაში. 44 391 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 51, ხოლო აჭარაში - 0.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 14 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 293 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 48 612 ადამიანი.