ვინ როგორ გაიგო „ოცნების“ თავმჯდომარის განცხადება?

14 ნოე 2021

ქართული მართლმსაჯულების დისკრედიტაციის ყველა მცდელობის უკან იკითხება ერთადერთი მიზანი - ეს არის კრიმინალების მფარველობა და მათთვის სასჯელის არიდება იმ დანაშაულებისთვის, რომლებიც წარსულში აქვთ ჩადენილი ან მომავალში აქვთ ჩასადენი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს.

ამით ის ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, მისი განცხადება მსჯელობის საგანი გახდა.