საგანგაშო კოვიდვითარება

13 ნოე 2021

დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მოქალაქეებს კვლავ ვაქცინაციის პროცესში ჩართვისაკენ მოუწოდებს, ამირან გამყრელიძე ვაქცინაციის მარათონის გაფართოების აუცილებლობაზე საუბრობს და განმარტავს რომ ამ დროისთვის 38 სოფელში გაიმართა მარათონი და დამატებით 4 ათასამდე მოქალაქე აიცრა. გამყრელიძე მარათონში კიდევ ათ დიდ ქალაქის ჩართვის გეგმაზე საუბრობს, ასევე სამომავლოდ იგეგმება აჭარაში , თბილისში და რაჭა ლეჩხუმში მოქალაქეების 60 პროცენტის ვაქცინაცია.

აჭარაში მიმდინარე კვირის განმავლობაში კორონავირუსის გავრცელების გამო სრულად დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 5 საჯარო სკოლა და 116 კლასი.  რაც შეეხება არასრულწლოვნების ვაქცინაციას, ამ ეტაპზე აჭარაში 12-15 წლამდე ასაკის მოზარდების კოვიდ საწინააღმდეგო  ვაქცინით აცრა არ დაწყებულა.კორონავირუსის ახალი შემთხვევების და გარდაცვალების რაოდენობა კი კვლავ მაღალია.