12 ნოე 2021
''გირჩი-მეტი თავისუფლების'' აქცია საქართველოს რამდენიმე ქალაქში ერთდროულად გაიმართა. პარტიის წევრებმა სუს-ის შენობის შესასვლელები რამდენიმე მოთხოვნით, ავტომობილებით ჩაკეტეს. მოთხოვნები მანქანის საქარე მინაზე იყო დამაგრებული.
თბილისში სახელმწიფო უსაფრთხოების შენობასთან იმყოფებოდა ზურაბ ჯაფარიძე. მანქანაში მყოფი პარტიის ლიდერი ტერიტორიიდან ევაკუატორით გაიყვანეს. იგივე პერფომანსი მოეწყო ქუთაისშიც.