სუს-თან აქციაზე ქვების სროლით 2 პირი დაშავდა

11 ნოე 2021

ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების მორიგი საპროტესტო აქცია ვაჟა-ფშაველას ძეგლთან  გაიმართა. შეკრება მსვლელობით გაგრძელდა - პარტიის ლიდერებმა და აქტივისტებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან გადაინაცვლეს, სადაც ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან ქვები ისროლეს.

დაშავებულია აქციის ორი მონაწილე. ერთ-ერთს დაზიანება თავის არეში აღენიშნება. აქციის მონაწილის დაშავებაზე კომენტარი გააკეთა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ნიკა მელიამაც. მისი თქმით, აქციის წინააღმდეგ გამოდიან როგორც პოლიციელები, ასევე მოკრიმინალო ელემენტებიც.