გლდანის ციხეში გადაყვანის კადრები-პოლიტიკური შეფასებები

11 ნოე 2021

პენიტენციური სამსახურის მიერ გასაჯაროებული კადრები პოლიტიკური შეფასებების საგანია. ოპოზიციაში ამბობენ, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ ყოფილ პრეზიდენტს არაადამიანურად ეპყრობიან და ის ძალის გამოყენებით, მოტყუებით გადაიყვანეს მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში.

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ შესაბამისმა სამსახურებმა მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის მითითებები შეასრულეს. განმარტავენ, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა წინააღმდეგობა გასწია და ძალის გამოყენება ძალაუნებურად აუცილებელი გახდა.