გოდერძის უღელტეხილზე გათოვდა

11 ნოე 2021

გოდერძის უღელტეხილსა და მაღალი ზონის სოფლებში  გათოვდა. თოვლის საფარი  2-3 სმ აღწევს.

მოქალაქეების ინფორმაციით, გადაადგილების მხრივ შეფერხებები არ არის, პრობლემებია მხოლოდ ენერგომომარაგებაში.

მერიაში განაცხადეს, რომ დენი შეფერხებით მიეწოდებოდა დეკანაშვილების თემს, თუმცა მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის პრობლემა აღმოფხვრილია.