7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

10 ნოე 2021

დაესწრება თუ არა მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს? - საქმე დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდება.

ამ წუთებში ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატები გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში არიან და მსჯავრდებულის მონახულება სურთ.

უფლებადამცველების განცხადებით,  ექსპრეზიდენტს სასამართლო სხდომაზე დასწრება შეუძლია, უფრო მეტიც, ეს სააკაშვილის მოთხოვნაა.