კანცელარიასთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებაა

08 ნოე 2021

მთავრობის კანცელარიასთან, სადაც ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირებაა.

ერთ-ერთი აქტივისტი კანცელარიასთან პულივიზატორით წარწერის გაკეთებას ცდილობდა, რასაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

მთავრობის ადმინისტრაციის ეზოში საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზებაა, იქ ასევე იმყოფებიან ოპოზიციის ლიდერები.