მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაშია გადაყვანილი - პენიტენციური სამსახური

08 ნოე 2021

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

"ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე პატიმარი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში.

დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით“, - აღნიშნულია განცხადებაში.