მერკელი უარს ამბობს პოლიტიკაზე

08 ნოე 2021

გერმანიის კანცლერის მოვალეობის შემსრულებელი ანგელა მერკელი ადასტურებს, რომ თანამდებობის დატოვების შემდეგ პოლიტიკაში დარჩენას არ აპირებს.

„რაც შეეხება საკითხს, რას გავაკეთებ... მე აღარ ვიქნები პოლიტიკაში ჩართული“, - განაცხადა მერკელმა დოიჩე ველესთვის მიცემულ  ინტერვიუში. მისი თქმით, ის ჯერ ცოტა ხნით დასვენებას აპირებს.