მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 250 მილიონს გადააჭარბა

08 ნოე 2021

მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 250 მილიონს გადააჭარბა.

შესაბამის მონაცემებს პლატფორმა უოლდმეტერსი აქვეყნებს.ამავე სტატისტიკით, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 5 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 227 მილიონს უახლოვდება. მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 18.7 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.