შუქურა - ტორპედო 0:1

07 ნოე 2021

ქობულეთის „შუქურა“ საკუთარ კედლებში ქუთაისი „ტორპედოსთან“ დამარცხდა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი 72-ე  წუთზე ოლეგ მამასახლისმა 11 მეტრიანი დარტყმით გაიტანა.

33-ე ტურის შემდეგ ქობულეთის შუქურა 27 ქულით ბოლოს წინა პოზიციაზე იმყოფება.მომდევნო შეხვედრას შუქურა 20 ნოემბერს სტუმრად „დინამო“ თბილისის წინააღმდეგ გამართავს.