ახალი კულტურის სახლი შუახევში

07 ნოე 2021

შუახევს მალე ახალი რეაბილიტირებული კულტურის  სახლი ექნება. პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია ძველი  შენობის სრული რემონტი და  სცენის მიშენება.

პარალელურად კეთილმოეწყობა ეზო და მიმდებარე ტერიტორია.  დაგეგმილია ღია მუზეუმის მოწყობაც. პროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიცირებული „განახლებული რეგიონების“  ფარგლებში ხორციელდება.