06 ნოე 2021
საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ფინეთში იმყოფება და 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს მართავს. ტურნირის პირველ დღეს ჩვენმა ხელბურთელებმა დიდი ბრიტანეთის ნაკრები ანგარიშით 32:26 დაამარცხეს.
მეორე შეხვედრას საქართველოს ნაკრები დღეს ფინეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეგახსენებთ, რომ ჯგუფში ორი საუკეთესო გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლებს.