ცენტრალური პარკის განახლების სამუშაოები

05 ნოე 2021

ბათუმის ცენტრალური პარკის განახლების სამუშაოები. მერიის ინფორმაციით, ტერიტორიაზე 300-მდე ახალი საბაღე სკამი  ეტაპობრივად განთავსდება, მათ შორის სანათიანიც.  

პარალელურად იგეგმება 10-მდე საბაღე მონუმენტისა და 80 ახალი სანაგვე ურნის დადგმა.   

უწყებაში ამბობენ, რომ ტბის ირგვლივ დასრულდა განათების ახალი სისტემის მონტაჟიც.

ცენტრალური პარკის განახლებისთვის  მილიონი ლარია გამოყოფილი.