ფეხბურთის ნაკრების გეგმები

04 ნოე 2021

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლში ბოლო მატჩს 11 ნოემბერს, ბათუმში შვედეთის წინააღმდეგ გამართავს. წლის ბოლო შეხვედრაში კი გუნდი 15 ნოემბერს, ტესტ-მატჩში უზბეკეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს.

სანიოლმა ამ მატჩებისთვის 25 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ერთი დებიუტანტია - გორის დილას 22 წლის მეკარე ლუკა გუგეშაშვილი. სიაში არ არის ვალენსიას მეკარე გიორგი მამარდაშვილი - სანიოლმა მამარდაშვილი და მცველი საბა ხვადაგიანი 21-წლამდელთა ნაკრებს დაუთმო, რომელიც 16 ნოემბერს ბათუმში ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებს ამხანაგურ მატჩში შეხვდება. საქართველოს ნაკრებში დინამო ბათუმის ოთხი ფეხბურთელია გამოძახებული: მეკარე ლაზარე კუპატაძე, მცველები გრიგოლ ჩაბრაძე, ირაკლი აზაროვი და ნახევარმცველი ვლადიმერ მამუჩაშვილი.