04 ნოე 2021
გადავარჩინოთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე - ამ ლოზუნგით ბათუმში, ევროპის მოედანზე მედიკოსთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართა. მედიკოსები ხელისუფლებას მიმართავენ და ექსპრეზიდენტის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.
აღნიშნავენ, რომ ადამიანის სიცოცხლე მთავარია და მის შესანარჩუნებლად სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს. ამ მოთხოვნებით აგროვებენ ხელმოწერებსაც, სადაც საკუთარი აზრის დაფიქსირება ონლაინაცაა შესაძლებელი.