პრეზიდენტის და პრემიერის შეხვედრა

05 აპრ 2016

მთავრობის ადმინისტრაცია პრეზიდენტისა და პრემიერის გუშინდელი შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და რეგიონში მიმდინარე მოვლენები განიხილეს. შეხვედრაში პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა პრეზიდენტისგან მოისმინეს ინფორმაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტთან დაკავშირებით. ისაუბრეს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე.