საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა 23 წლამდე ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა

04 ნოე 2021

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიოს 23 წლამდელთა ჩემპიონატზე გუნდური მესამე ადგილი დაიკავა.

სერბეთის დედაქალაქში მიმდინარე ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ოქროს მედლები 63 კგ.ში ლერი აბულაძემ, ხოლო 82 კგ.ში აივენგო რიკაძემ აიღო.
რაც შეეხება ბრინჯაოს მედალს, საქართველოს 23 წლამდელთა ნაკრების წევრის 60 კგ.ში მოასპარეზე ფრიდონ აბულაძის ანგარიშზეა.