ოპოზიციის აქცია ბათუმში

02 ნოე 2021

ოპოზიციის აქცია ბათუმში, თვითმმართველობის არჩევნების შედეგების უნდობლობისა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნის ფონზე. ოპოზიცია ითხოვს  ყველა უბნის გადათვლას.

საპროტესტო შეკრებები დაიწყო ბათუმიდან და ხვალიდან ქვეყნის სხვა ქალაქებში გაგრძელდება.

2 საათზე მეტი ხელისუფლების ოპონენტები და მათი მხარდამჭერები აჭარის მთავრობის შენობასთან იყვნენ შეკრებილი და განცხადებებს აკეთებდნენ.