საოლქო კომისია დამატებით ორი უბნის შედეგებს გადაითვლის

02 ნოე 2021

ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისია დამატებით მეორე და მეათე უბნების შედეგებს გადაითვლის.

ეს უბნები კომისიამ დღეს ლოტოტრონის პრინციპით შეარჩია,  ამ უბნებზე კენჭისყრის პროცესის ვიდეო ფიქსაცია სრულად არ მომხდარა.

საოლქო კომისიებმა გუშინ 7-7 უბნის შედეგები გადათვალეს, თუმცა ამას უკვე არსებულ მონაცემებზე გავლენა არ მოუხდენია.