3 და 5 ნოემბერს ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებში მოძრაობა შეიზღუდება

02 ნოე 2021

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბებში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2021 წლის 3 ნოემბრის 00:00სთ-დან 5 ნოემბრის 00:00სთ-მდე, გვირაბის ქობულეთი-ბათუმის, ხოლო 5 ნოემბრის 00:00სთ-დან 7 ნოემბრის 00:00სთ-მდე, გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა

მათივე განცხადებით, ქობულეთი-ბათუმის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე; ხოლო ბათუმი-ქობულეთის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე

ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა და მისი გადართვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.