შეხვედრები კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციის ფარგლებში

02 ნოე 2021

2021 წლის კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციის ფარგლებში შეხვედრები გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლამდე ირაკლი ღარიბაშვილი  ანგელა მერკელს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს გაესაუბრა.

მანამდე კი გაიმართა ორმხრივი შეხვედრები. სამიტის ფარგლებში აუდიენცია გაიმართა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტთან.