ბრიტანეთის საელჩოს განცხადება

02 ნოე 2021

საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო მოუწოდებს საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აღმოფხვრას ხარვეზები და გაზარდოს ნდობა პრობლემების გადასაჭრელად.  განცხადება დიპლომატიურმა უწყებამ  Twitter-ზე გაავრცელა.  

,,დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს ეუთო/ოდირის შეფასებას, რომ ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური კარგად იყო ადმინისტრირებული, თუმცა ამომრჩევლებზე ზეწოლამ და ნეგატიურმა რიტორიკამ პროცესს ხელი შეუშალა“ნათქვამია განცხადებაში.