01 ნოე 2021
ოპოზიცია არჩევნების მეორე ტურის შედეგებს არ აღიარებს და როგორც ამბობენ, ყველა მიმართულებით სამართლებრივ ბერკეტს ამოწურავენ და საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებას მოახდენენ, თუმცა პარალელურად ქუჩის აქციებსა და დაუმორჩილებლობას აანონსებენ.
პროტესტი რეგიონებში დაიწყება და თბილისში გაგრძელდება 6 ნოემბერს, შეკრება მანამდე 7 ნოემბერს იგეგმებოდა, იმ დღეს, როდესაც 2007 წელს ხელისუფლებამ მშვიდობიანი მომიტინგეები დაარბია და ჟურნალისტებს გაუსწორდა.
გარდა აქციებისა, ოპოზიციის ნაწილი ტოვებს საპარლამენტო მანდატებს, ამ ფორმით უცხადებენ უნდობლობას შედეგებს.