ხმების გადათვლის პროცესი ხელვაჩაურში

01 ნოე 2021

ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქში ლოტოტრონის პრინციპით გადათვლილი ხმების შედეგები უცვლელი დარჩა.

გამონაკლისი იყო 39-ე უბანი, სადაც „ქართული ოცნების“ ერთი ბიულეტენი „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ იყო ჩათვლილი. ხელვაჩაურში მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ ხმების  51,1% მიიღო.

საარჩევნო უბნებიდან ოლქში  9 საჩივარი შევიდა, რომელიც ძირითადად პროცედურული ხასიათისაა და დღის ბოლომდე განიხილავენ.