მატარებლების შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა

01 ნოე 2021

ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში მატარებლების შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. „ბიბისის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი მატარებელი გვირაბში არსებულ ობიექტს დაეჯახა, ხოლო მეორეს სიგნალის პრობლემა ჰქონდა.

ინციდენტის შედეგად  ერთ-ერთი მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა. ინციდენტის ადგილას საგანგებო სიტუაციების სამსახურების და სატრანსპორტო პოლიციის თანამაშრომლები იმყოფებიან.