ქართველი ჩოგბურთელების წარმატება

01 ნოე 2021

29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ  რუმინეთში გამართული საერთაშორისო ტურნირი მოიგო, რაც მის კარიერაში ყველაზე დიდი მიღწევაა. გორგოძემ და ბარას წყვილმა ფინალში სერბი და ნიდერლანდელი დუეტი 4:6, 6:1, 11:9 დაამარცხა.

ბათუმელმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ კი საფრანგეთში გამართული საერთაშორისო ტურნირის წყვილთა თანრიგი მოიგო. ბოლქვაძე შეჯიბრებაში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ სამანტა მარი შარანთან ერთად ჩაება და 4 გამარჯვება მოიპოვა.