საქართველოში კორონავირუსის 2141 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 44 პაციენტი

01 ნოე 2021

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2141 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გარდაიცვალა კიდევ 44 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 5081 პირი.

31 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10,77%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 8,94%, ხოლო 7 დღის განმავლობაში - 8,83%.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 721 388 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 665 599, გარდაიცვალა 10 089 პაციენტი.

გუშინ საქართველოში 19 886 ტესტი ჩატარდა.