არჩევნების მეორე ტურის შედეგები ქედაში 

31 ოქტ 2021

19 ხმით გაიმარჯვა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა კანდიდატმა ქედაში. ოთარ ხარაძემ დანდალოს მაჟორიტარული ოლქის მცხოვრებლებისგან 619 ხმა მიიღო. ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა, ევგენ ცინცაძემ კი- 600. არჩევნებს ქედის ხუთ უბანზე სხვადასხვა დამკვირვებლები, როგორც ეუთოს ასევე სხვადასხვა არასამთავრობოსა და პარტიის დამკვირვებლები აკვირდებოდნენ.

ქედის #80 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, მაჟორიტარულ ოლქში საჩივარი არ დაწერილა. რაც შეეხება აქტივობას. 1922 ამომრჩევლიდან უბანზე 1287 ამომრჩეველი მივიდა და საკუთარი კონსტიტუციური უფლება 64,8 %- მა გამოიყენა. რაც ოლქის ინფორმაციით, პირველი ტურის აქტივობას დაახლოებით 3 %-ით ჩამორჩება.