არჩევნები 2021 - მეორე ტური ხულო

30 ოქტ 2021

ხულოში მეორე ტური ორ სამაჟორიტარო ოლქში ტარდება, ესენია დაბის და დეკანაშვილების ოლქში. ხმის მიცემის პროცესი ხულოს 84 ოლქში მშვიდად მიმდინარეობს. ამომრჩეველთა რაოდენობა ხუთი საათის მონაცემებით 2 205 შეადგენს, რაც საერთო რეგისტრირებული ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 40,36 პროცენტს შეადგენს. ამ დროისთვის უბნებსა და ოლქში არცერთი საჩივარი არ დაწერილა.