ყველაფერს გავაკეთებთ, თუმცა იმიტომ კი არა, რომ ადრე რაღაც თანამდებობა ეკავა, იმიტომ, რომ არც ერთ ადამიანს არ შეექმნება საფრთხე - კუჭავა სააკაშვილზე

30 ოქტ 2021

ყველაფერი იქნება გამოყენებული, ტექნიკური აღჭურვილობა თუ სხვა საჭიროება იმისთვის, რომ სააკაშვილს არ მოაკლდეს არაფერი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, თუ იქნება კონკრეტული საჭიროება და აღმოჩნდება, რომ საკმარისი არ არის სასჯელაღსრულების დაწესებულების აღჭურვილობა თუ მოვლის ხარისხი, მას სხვაგან გადაიყვანენ, თუმცა ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ დგას.