ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოში 34 კოვიდინფიცრებული ბავშვი მკურნალობს

29 ოქტ 2021

ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში 34ბავშვია კორონავირუსის დიაგნოზით. მათ შორის არის 2 ჩვილიც, რომლებთან ერთადაც კიდევ ორი მოზარდი რეანიმაციაშია მოთავსებული. ახალაშობილების და მოზარდების ინფიცირების შემთხვევები ოჯახურ და სასკოლო კლასტერებს უკავშირდება.  მხოლოდ გუშინ ვირუსი ქვეყანაში 3 ათას  965  მოქალაქეს დაუდასტურდა.  ინფიცირების 161 შემთხვევა გამოვლინდა აჭარაში.   პანდემიის დაწყებიდან დღემდე  კი კორონავირუსით საქართველოში თითქმის 10 ათასამდე  ადამიანი გარდაიცვალა.