მარიამ ბოლქვაძე საფრანგეთის ტურნირის მეოთხედფინალში ითამაშებს

28 ოქტ 2021

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე წარმატებულად ასპარეზობს საფრანგეთის ქალაქ პუატიეში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 80 ათასი დოლარია. ბოლქვაძე ტურნირის მე-6 ნომრად თამაშობს და უკვე ორ მასპინძელ ჩოგბურთელს აჯობა, რისი წყალობითაც მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. მარიამმა ლეოლია ჟინჟინს 6:1, 6:4 სძლია, მეორე წრეში კი ჯესიკა პონჩეს სამ სეტიან დაძაბულ შეხვედრაში 3:6, 7:6, 6:2 მოუგო.