სააკაშვილთან კომუნიკაცია კიდევ უფრო შეიზღუდა - ადვოკატები

28 ოქტ 2021

პატიმრობისა და შიმშილობის 28-ე დღე რუსთავის ციხეში. მიხეილ სააკაშვილი მეორე დღეა მკურნალობაზე უარს აცხადებს.

ექსპრეზიდენტის სანახავად დღესაც მივიდნენ ადვოკატები და თანაგუნდელები. ცოტა ხნის წინ დატოვა გიორგი გელხაურმა საპყრობილე.

უფლებადამცველი ამბობს, რომ ექს-პრეზიდენტის უფლებები ისევ ილახება, მას აღარ ეძლევა წერილობით ეკონტაქტოს ახლობლებს, ასევე ამბობს იმასაც, რომ მუშაობაში ხელი ეშლებათ ადვოკატებსაც.