საქართველოს ქალთა ნაკრები სლოვაკეთთან დამარცხდა

26 ოქტ 2021

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრა წააგო.

​საქართველოს ნაკრები გასვლაზე სლოვაკეთთან 2-0 დამარცხდა.

38-ე წუთზე მიკოლაიოვამ ანგარიში გახსნა. 2 წუთში კი სურნოვსკამ სხვაობა ორამდე გაზარდა.

​ამ დროისათვის საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 3 წაგებით ჯგუფში ბოლო მეხუთე ადგილზე იმყოფება.

შემდეგი მატჩი გიორგი ჩხაიძის გაწვრთნილ გუნდს 31 ნოემბერს გასვლაზე ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ელოდება.