„ქართული ოცნების“ აქციაზე საჯარო მოხელეები იძულებით მიჰყავთ?

26 ოქტ 2021

მმართველი გუნდი დაგეგმილი აქციის გამო ოპონენტების კრიტიკის ადრესატი კიდევ ერთხელ გახდა. ოპოზიცია ამბობს, რომ სახელისუფლებო გუნდს მისი ძალის დემონსტრირება სურს და აქციაზე საჯარო სექტორში დასაქმებულებს მისვლას აიძულებენ. კონკრეტულად კი ასახელებენ ბაღების თანამშრომლებს.