დღეს თბილისის "დინამო" წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე "ოლიმპიაკოსს" დაუპირისპირდება

26 ოქტ 2021

წყალბურთის კლუბი თბილისის "დინამო" ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის პირველ მატჩს გამართავს.

"დინამოსა" და "ოლიმპიაკოსის" შეხვედრა საბერძნეთში დღეს თბილისის დროით 20:15 საათზე დაიწყება.

ზედიზედ მესამე სეზონია თბილისელები წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობენ.
სადებიუტო სეზონში "დინამომ" ჯგუფურ ეტაპზე ერთი გამარჯვება მოიპოვა. მეორე წელს კი ორი მატჩი მოიგო.

2021-22 წლების სეზონში კლუბის მიზანი ნაჩვენები შედეგის გაუმჯობესებაა.

მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს.