დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენის ტურნირზე იასპარეზებს

25 ოქტ 2021

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრიის დედაქალაქშია და ვენის საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

29 წლის ბასილაშვილი პირველ წრეში ესპანელ პაბლო კარენო ბუსტას დაუპირისპირდება.

ნიკა მსოფლიო რეიტინგში 27-ე პოზიციაზეა, ხოლო 30 წლის ესპანელი მე-18 ადგილს იკავებს. 

ბასილაშვილის და კარენო-ბუსტას მატჩი დღეს 16:00 საათზეა ჩანიშნული.

ვენის საერთაშორისო ტურნირი 500 ქულიანია და მისი საპრიზო ფონდი 1 515 215 ევროა.