სარაგბო კლუბი ''ბათუმი'' ჩემპიონატის ლიდერია

25 ოქტ 2021

დიდი 10-ის მეოთხე ტურში სარაგბო კლუბმა ბათუმმა თბილისის ლოკომოტივს უმასპინძლა და ბონუს ქულით 38:17 დაამარცხა. ბათუმმა დიდი 10-ის მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა და 4 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს 18 ქულით ლიდერობს.

მომდევნო შეხვედრას დავით გუგუშვილის შეგირდები 31 ოქტომბერს იუნკერების წინააღმდეგ გამართავენ.