ბათუმელმა კალათბურთელმა ესპანეთში საუკეთესო მატჩი ჩაატარა

25 ოქტ 2021

ბათუმელმა კალათბურთელმა ალექსანდრე ფევაძემ ახალ კლუბში საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

ესპანეთის ლებ სილვერის გათამაშების მესამე ტურში ფევაძის "გრან კანარია II" "ვალენსიას" მეორე გუნდს დაუპირისპირდა და 87:83 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების 23 წლის კალათბურთელმა 22 ქულა, 9 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა.

ქართველის კლუბი 3 ტურის შემდეგ  ჩემპიონატში 4 ქულით მეათე პოზიციაზეა.
შემდეგ შეხვედრას "გრან კანარიას" მეორე გუნდი 30 ოქტომბერს შინ "რეალ კანიეს" წინააღმდეგ ჩაატარებს.