დღეს "ბათუმი" თბილისის "ლოკომოტივის" დაუპირისპირდება

24 ოქტ 2021

საქართველოს რაგბი დიდი 10-ის მეოთხე ტურის შეხვედრაში ბათუმის სარაგბო კლუბი საკუთარ მოედანზე თბილისის "ლოკომოტივს" მიიღებს.

ახალ სეზონში ბათუმელებმა სამივე მატჩი მოიგეს, "ლოკომოტივს" 2 მოგება და 1 მარცხი აქვს.

მატჩი დღეს 14:00 საათზე დაიწყება.
მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი "რაგბი ტვს" ეთერში იქნება.