ბათუმის ტრაგედიისას გადარჩენილი კაცი კლინიკიდან გაწერეს

24 ოქტ 2021

კლინიკა „მედცენტრიდან“ გაწერეს ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან გადარჩენილი ერთადერთი ადამიანი .37 წლის კაცმა კლინიკაში 15 დღე გაატარა. იგი ჯერ რეანიმაციაში იმყოფებოდა, შემდეგ კი – პალატაში. 37 წლის კაცი ერთადერთია, რომელიც ბათუმში კორპუსის ჩამონგრევისას ცოცხალი გადარჩა.

იგი ნანგრევებიდან მთელი დღის განმავლობაში ეკონტაქტებოდა მაშველებს. დაახლოებით 9 საათი მან ნანგრევებში გაატარა. ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 7-სართულიანი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა და 9 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის 3 ბავშვის.